Aa Aa
15 მაისი 2021  |  12:58

''სულსა და გულს ჩავდებთ, ანორთოსისმა მწვერვალები უნდა დაიპყროს''

თემურ ქეცბაია ''ანორთოსისს'' სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის ამზადებს. კვიპროსის თასის ფინალში ქართველი მწვრთნელის გუნდის მეტოქე ნიქოზიის ''ოლიმპიაკოსია''. ფინალური შეხვედრა 15 მაისს, ნიქოზიაში, სტადიონ GSP-ზე შედგება, ფინალი თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

კვიპროსული მედია თემურ ქეცბაიას ქომაგებისადმი მიმართვას ავრცელებს.

''13-წლიანი პაუზის შემდეგ ''ანორთოსისი'' თასის ფინალშია, ჩვენ ეს გვსურდა, ჩვენ ამას ველოდით. გვსურდა ქომაგებს მხარი სტადიონზე დაეჭირათ, თუმცა არსებული ვითარების გამო ეს ვერ მოხდება, მაგრამ მჯერა თითოეული გულშემატკივარი სახლიდან გვიქომაგებს და ასე აგვავსებენ სიყვარულით, ერთგულებით, დადებითი ენერგიით.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი მცდელობა შედეგს მოიტანს, რადგან კლუბის არსებობასთან ერთად მნიშვნელოვანია წარმატებების მიღწევა, მწვერვალების დაპრობა.

მოთამაშეებისა და მწვრთნელების, მთლიანად გუნდის სახელით გპირდებით, რომ თქვენთვის სულსა და გულს ჩავდებთ თამაშში. ჩვენ ერთად შევძლებთ მიზნის მიღწევას!''

შეგახსენებთ, ''ანორთოსისის'' ღირსებას გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი და გიორგი ლორია იცავენ. დიდი ალბათობით ოთხივე მათგანს სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში