რონალდუს მორიგი რეკორდი - კრიშტიანუმ იუვენტუსის ისტორია დაწერა
Aa
Aa

რონალდუს მორიგი რეკორდი - კრიშტიანუმ იუვენტუსის ისტორია დაწერა

სერია A-ს 36-ე ტურში ტურინის „იუვენტუსი“ სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 3-1 დაამარცხა. „ბიანკონერის“ მხრიდან თავი რაბიომ, დიბალამ და რონალდუმ გამოიჩინეს და ამ უკანასკნელისთვის ეს შეხვედრა ისტორიული გამოდგა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „იუვეს“ მაისურით მე-100 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში ეს ყველაზე სწრაფად გააკეთა. რონალდუმ ყველა ტურნირის ეგიდით 100 ბურთი საწყის 3 სეზონში შეაგდო, როცა რობერტო ბაჯომ და ომარ სივორიმ იგივე საწყის 4 სეზონში გააკეთეს.

გარდა ამისა, კრიშტიანუმ კიდევ ერთი რეკორდი გაიფორმა. რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც მინიმუმ 100 გოლი სამი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი კლუბის მაისურით გაიტანა. 36 წლის შემტევმა „რეალის“ რიგებში 450 ბურთი შეაგდო, „მანჩესტერში“ კი მეტოქეთა კარი 118-ჯერ აიღო.

„სასუოლოს“ დამარცხების შემდეგ, „იუვენტუსს“ 72 ქულა დაუგროვდა და „ბიანკონერი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. პირლოს გუნდი მე-5 პოზიციაზე იმყოფება და „მილანსა“ და „ატალანტას“ 3 ქულით, ხოლო „ნაპოლის“ 1 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები