რონალდუს გუნდელებთან ურთიერთობის მხრივ პრობლემები აქვს
Aa
Aa

რონალდუს გუნდელებთან ურთიერთობის მხრივ პრობლემები აქვს

კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელებთან ურთიერთობის პრობლემები აქვს. ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.

პორტუგალიელი გასახდელში თავს მარტოდ გრძნობს. მისი თანაგუნდელებთან ურთიერთობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა, რადგან „იუვეს“ ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ რონალდო ძალიან დიდ თავისუფლებას იღებს.

„მილანთან“ გამანადგურებელი მარცხის მეორე დღეს (0-3), 36 წლის ფეხბურთელმა ვარჯიში გამოტოვა და კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან და კლუბის თავმჯდომარესთან ჯონ ელკანთან ერთად ფერარის ქარხანაში გაემგზავრა.

გარდა ამისა, რონალდუმ რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა, რადგან სპონსორების წინაშე ვალდებულებებს ასრულებდა. კლუბის ბევრი ფეხბურთელი კრიშტიანუს სხვა მოთამაშეთაგან განსხვავებულად მოპყრობას არაკეთილსინდისიერად თვლის, წერს იტალიური გამოცემა.

გუნდის გასახდელში არსებული არაჯანსაღი გარემო მწვრთნელის სისუსტეზე მიუთითებს, თუმცა კლუბი ამტკიცებს, რომ პირლოც და რონალდუც მომავალ სეზონში კვლავ „იუვენტუსში“ იქნებიან.

თუ, „ბებერი ქალბატონი“ ჩემპიოთა ლიგის მიღმა დარჩა, ასეთ შემთხვევაში რთული წარმოსადგენია, რამდენად მოისურვებს რონალდუ ევროპა ლიგაზე თამაშს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები