Aa
Aa

"ჩემი მომავალი?" - ზიდანი სევილიასთან მატჩის წინ

ზინედინ ზიდანმა „სევილიასთან“ გასამართი მნიშვნელოვანი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ზიზუს პრობლემები არ ელევა, „რეალმა“ „ჩელსისთან“ მატჩის შემდეგ სერხიო რამოსი კიდევ ერთხელ დაკარგა.

„სევილია კარგი გუნდია. ეს ჩელსისთან მატჩისგან განსხვავებული თამაში იქნება. რთული დაპირისპირება გველის. ვიცით როგორც უნდა ვითამაშოთ. წინ 4 ფინალი გველის. ჩემპიონთა ლიგა უნდა დავივიწყოთ.

კრიტიკა? მე ვიღებ პასუხისმგებლობას მარცხისა და გამარჯვების დროსაც. თითოეული ფეხბურთელი თავის საქმეს აკეთებს. მთავარი არის ის, რომ შენ საქმისთვის ყველაფერი გასცე. მამა მეუბნებოდა, რომ მთავარია შრომა და მხოლოდ შრომა, დანარჩენი უბრალოდ არის ბლა ბლა ბლა.

ჩემი მომავალი? კლუბს ამ საქმეს მაქსიმალურად გავუმარტივებ, რადგან ამ გუნდმა მე ყველაფერი მომცა. ამჟამად მთავარი მხოლოდ სევილიასთან მატჩი და დარჩენილი შეხვედრებია.

ტრავმების სიმრავლე შემაშფოთებელია. ჩვენი გუნდი ამის გამო ყველაზე მეტად დაზიანდა. ეს განსაკუთრებული წელია, ფეხბურთელებს დასვენება არ უწევთ. იმედი მაქვს მომდევნო სეზონში სიტუაცია გამოსწორდება და ნორმალური იქნება, ისევე როგორც ნორმალური წინასასეზონო სამზადისი.

აზარი? მან ბოდიში მოიხადა, არ სურდა ვინმესთვის ზიანი მიეყენებინა. ამაზე მეტი სათქმელი არაფერია, მან უკვე მოიხადა ბოდიში. ის გუნდს დაეხმარება. ჯერჯერობით მას ამის საშუალება არ მიეცა.

რამოსი? სამწუხაროდ მან ტრავმა მიიღო. ის დაისვენებს და დაზიანებას მოიშუშებს. ლონდონში არ გაგვირისკავს, ის სათამაშოდ მზად იყო. სეზონის ბოლომდე ის დაბრუნებას შეძლებს, თუმცა სევილიასთან ვერ ითამაშებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები