Aa Aa
4 მაისი 2021  |  22:26

"კარგი შეგრძნება მაქვს" - ზიდანი ჩელსისთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მეორე დაპირისპირებაში "ჩელსი" "რეალს" მასპინძლობს. მატჩის წინ, "ბლანკოსის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ზიდანმა?

„კარგი შეგრძნება მაქვს. აქ ყოფნით მოხარული ვართ და კარგად ვიცით ამ მატჩის მნიშვნელობა. კარგად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

რაც შეეხება რამოსს, არ გეტყვით ითამაშებს თუ არა. რადგან სერხიო ჩვენთან არის, ესეიგი კარგად გრძნობს თავს. მნიშვნელოვანია, რომ მისი სახით ლიდერი და კაპიტანი გუნდთან ერთად იყოს. დაუღალავმა შრომამ აქამდე მოგვიყვანა.

მეტოქეს ჩვენი თამაში უნდა მოვახვიოთ. წინ 90 წუთია, ან ცოტა მეტი. ყველაფრისთვის კარგად მოვემზადეთ. ფიზიკურად ძლიერები უნდა ვიყოთ და თავი არ დავზოგოთ.

პირველ მატჩში თავს არ ვზოგავდით და გამონაკლისი არც მეორე იქნება. მე მხოლოდ იმაზე ვღელავ რა უნდა ვქნათ ბურთთან ერთად. გუნდი 100%-ით მზად არის."

პირველი მატჩი

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ლონდონელებმა მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და ტიბო კურტუას ურთულესი ბურთების აღება მოუწია.

მიუხედავად ამისა, პულიშიჩმა საკუთარი გუნდი მაინც დააწინაურა, რასაც კარიმ ბენზემამ უძლიერესი დარტყმით უპასუხა და საბოლოო შედეგი 1:1 დააფიქსირა. „ჩელსისა“ და „რეალის“ განმეორებითი მატჩი, 5 მაისს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში