უნგრეთის თასი - ფინალში ბერიძემ ზივზივაძე დაამარცხა
უნგრეთის თასის გამარჯვებული ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ბერიძე გახდა.
ფინალურ შეხვედრაში ბერიძის „უიპეშტი“ ბუდუ ზივზივაძეს „ფერეჰვარს“ დაუპირისპირდა.
დაძაბული შეხვედრა ანგარიშით 1:0 დასრულდა. დამატებით დროში მატჩის ერთადერთი გოლი კოსოვეილმა ლირიმ კასტრატიმ გაიტანა და თავის გუნდი უნგრეთის თასი მე-11 მოუპოვა.
ბუდუ ზივზიძემ ფინალური შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა,ხოლო გიორგი ბერიძე 114-ე წუთზე შეცვალეს.
აღსანშნავია,რომ ბუდუმ უნგრეთის თასის ფინალი მეორედ წააგო. შარშან ქართველი ფორვარდი „მეზოკოვეშდში“ ასპარეზობდა და საჩემპიონო მატჩი „ჰონვედთან“ 1:2 დათმო.