Aa Aa
3 მაისი 2021  |  13:51

შესანიშნავი შესრულება - გაგუას ძალიან ლამაზი გოლი ესპანეთში

ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში, ''ალავესის'' სარეზერვო გუნდის 19 წლის ქართველმა ფორვარდმა გიორგი გაგუამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ''იზარასთან'' შეხვედრის 65-ე წუთზე გაგუამ სწრაფი კონტრშეტევა ძალიან ტექნიკური დარტყმით დაასრულა, მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

მატჩი ''იზარას'' გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გაგუას გოლი ქულის მოპოვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

გიორგი გაგუამ მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის 22 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ქართველი ლეგიონერი ოფიციალურად ესპანური კლუბის მოთამაშეა 2019 წლის ოქტომბერში გახდა. მიმდინარე წელს მოთამაშემ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით ''ალავესის'' ღირსებას 2024 წლამდე დაიცავს.

გაგუას საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ესპანეთში გადაბარგებამდე თბილისის ''დინამოს'' აკადემიასა და ''იბერია 2010''-ში ირიცხებოდა. გაგუას მწვრთნელი ''იბერია 2010''-ში გუბაზ დოლიძე იყო. მოგეხსენებათ, გუბაზ დოლიძე ბავშვთა ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და მასთან მუშაობით ბევრმა ფეხბურთელმა პროგრესი აჩვენა, გაგუაც ერთ-ერთი მათგანია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

სპორტ კოქტეილი

სპორტ კოქტეილი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში