Aa
Aa

"საკუთარი უნარები გააუმჯობესო" - ფიგუმ ხვიჩას კითხვას უპასუხა

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ ვიდეოზარის მეშვეობით რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებსა და რუს ჟურნალისტებს უპასუხა.

მათ შორის იყო ხვიჩა კვარაცხელიაც. ქართველმა შემტევმა ფიგუს შემდეგი კითხვა დაუსვა:

კვარაცხელია: „ლუიშ ფიგუ, შენ ხარ ერთ-ერთი მათგანი იმ ფეხბურთელებიდან, რომელიც ბარსელონადან რეალში გადავიდა. ჩემი კითხვა ასეთია: როგორ გაუძელი გულშემატკივრების შეტევას?“

ფიგუ: „ნებისმიერი ადამიანი წნეხზე თავისებურად რეაგირებს. ვფიქრობ, წნეხი ყოველთვის მაიძულებდა, რომ ტონუსში ვყოფილიყავი. ჩემი აზრით, მთავარია შეეცადო, ყოველდღიურად საკუთარ საქმეზე კონცენტრირებული იყო. გააუმჯობესო საკუთარი უნარები და ფოკუსირება თამაშზე მოახდინო.

შენ უნდა სცადო აბსტრაგირება გარეშე ფაქტორებისგან, პრესისა და ქომაგებისგან. ეს ყველაზე კარგი რამაა, რაც შენ შეიძლება გააკეთო“.

ხვიჩა მოედანს მაისში დაუბრუნდება

შეგახსენებთ, რომ ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა.

საიმანოვის თქმით, 20 წლის ქართველი შემტევი მოედანს 1 თვეში დაუბრუნდება:

„ხვიჩას ბარძაყის უკანა ნაწილის ტრავმა აქვს და გამოსაჯანმრთელებლად 2-3 კვირა დასჭირდება. ითამაშებს, თუ არა ამ სეზონში? ჩემპიონატი სამ კვირაში სრულდება და საუკეთესო შემთხვევაში მას მოედანზე ბოლო ტურში ვიხილავთ. შესაძლოა ბოლო ორი ტურიც ითამაშოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები