Aa Aa
19 აპრილი 2021  |  20:35

„უაზრო პროექტი, ცინიკური გეგმა, სამარცხვინო იდეა" - ჩეფერინიმ სუპერ ლიგაზე ისაუბრა

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა „სუპერ ლიგის“ შესახებ ისაუბრა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პირველმა პირმა კლუბები გააკრიტიკა, რომლებმაც ეს პროექტი წამოიწყეს და დაადასტურა, რომ „სუპერ ლიგაში“ მოასპარეზე კლუბების ფეხბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატსა და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა აეკრძალებათ.

„უფრო მეტად ვერ აღვწერ, თუ როგორაა ყველა ამ სამარცხვინო იდეის წინააღმდეგ გაერთიანებული, რომელიც უპირველეს ყოვლისა სიხარბითაა შთაგონებული. ეს ცინიკური გეგმაა, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმას, თუ რა უნდა იყოს ფეხბურთი. ამ უაზრო პროექტის წინააღმდეგ ყველა გაერთიანდა და ეს ცვლილება ვერ უნდა დავუშვათ და არ დავუშვებთ.

ფეხბურთელებს, რომლებიც სუპერლიგაში მოასპარეზე გუნდებში ითამაშებენ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ასპარეზობა აეკრძალებათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ეს პროექტი არ განხორციელდეს და ყველას მოვუწოდებთ, რომ მხარი დაგვიჭირონ.

ეს იდეა სახეში აფურთხებს ადამიანებს, რომლებსაც ფეხბურთი უყვართ და ჩვენ მათ ფეხბურთის წართმევის საშუალებას არ მივცემთ. მინდა, იმ 12 გუნდის გარდა, ყველა კლუბსა და ჩემპიონატს მადლობა გადავუხადო. ასევე მადლიერი ვარ ემანუელ მაკრონის, ბორის ჯონსონისა და სხვა ლიდერების, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს პატივს სცემენ.

ედ ვუდვორდსა და ანდრეა ანიელის რაც შეეხებათ, ედმა გასულ ხუთშაბათს დამირეკა და მითხრა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გატარებულ რეფორმებს მხარს უჭერს და ერთადერთი, რაზეც საუბარი სურდა, ფინანსური ფეარ პლეი გახლდათ. ანიელიზე ბევრი რამის თქმა არ მინდა. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება გახლავთ. ცხოვრებაში არასდროს მინახავს ადამიანი ამდენს იტყუებოდეს და თან ამას სისტემატურად აკეთებდეს“.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგა ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ დაანონსდა და ჩაეშვა „სუპერ ლიგის“ ვებგვერდიც, რომლიდანაც ვიგებთ, რომ გათამაშებას ჰყავს 12 დამფუძნებელი კლუბი: „მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „სიტი“, „იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“. ეს კლუბები და კიდევ 3 თანადამფუძნებელი, რომლებიც სადებიუტო სეზონამდე გაირკვევა, გათამაშების ფინალურ ეტაპზე ყოველ წელს ავტომატურად მოხვდება, დამატებით 5 გუნდი კი საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით შეირჩევა. 20 მონაწილე ორ ჯგუფში, 10-10 გუნდად გადანაწილდება და გასვლა-სახლის პრინციპით, წრიული სისტემით ითამაშებს. ჯგუფების 3-3 საუკეთესო გუნდი 1/4 ფინალში გავა, კიდევ ორი გუნდი კი დამატებითი პლეი-ოფით გამოვლინდება. ვიცით ისიც, რომ „სუპერ ლიგის“ მატჩები შუა კვირაში ჩატარდება.  

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

სპორტ კოქტეილი

სპორტ კოქტეილი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში