ფერგიუსონი:
Aa
Aa

ფერგიუსონი: "სუპერ ლიგა ევროპული ფეხბურთის 70-წლიან ისტორიას დაასრულებს"

ცნობილი გახდა, რომ ევროპული გრანდები ახალ „სუპერ ლიგაში“ აპირებენ მონაწილეობის მიღებას. ამ საკითხს „უეფა“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მათი განცხადებით, კლუბები, რომლებიც ახალ ლიგაში მიიღებენ მონაწილეობას, ავტომატურად მიენიჭებათ დისკვალიფიკაცია. აქედან გამომდინარე „სუპერ ლიგაში“ მონაწილე კლუბები „ფიფა-ს“ და „უეფა-ს“ ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში ასპარეზობას ვერ შეძლებენ.

ამ საკითხზე, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ყოფილმა დამრიგებელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ისაუბრა.

რა თქვა ფერგიუსონმა?

„“სუპერ ლიგა“ ევროპული ფეხბურთის 70-წლიან ისტორიას დაასრულებს. „ევერტონი“ 500 მილიონ ევროს სტადიონის მშენებლობაზე ხარჯავს, რათა მათ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ამბიცია აქვთ და ამისთვის შესაბამის სტადიონს აშენებენ. ხალხს ეს ტურნირი ძალიან უყვარს.

ჩემ დროს, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 4-ჯერ გააღწია ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ოთხივე საღამო ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულია. არ ვიცი რამდენად მონაწილეობს „იუნაიტედი“ ახალ პროექტში, რადგან შიდა სამზარეულოს თვალს ნაკლებად ვადევნებ."

გეტყვით, რომ თუ „სუპერ ლიგა“ დაარსდება, თავმჯდომარე მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იქნება. ცნობისთვის, ამ პროექტში ჩართვისთვის, ყველა გუნდი 350 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ის გუნდები, რომლებიც „სუპერ ლიგაში“ ითამაშებენ, ვერ მიიღებენ მონაწილებას „უეფა-ს“ და „ფიფა-ს“ ეგიდით გამართულ ტურნირებში.

ცნობისთვის, "სუპერ ლიგაში" მონაწილეობას „რეალი“, „ატლეტიკო“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, „მილანი“, „ინტერი“, „ტოტენჰემი“, „არსენალი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“ და „ჩელსი“ გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები