Aa
Aa

"ოცნების ტრანსფერი" - დეპაი მილანსაც მოუნდა

„ლიონისა“ და „ნიდერლანდების“ ნაკრების თავდამსხმელს მემფის დეპაის ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. გავრცელებული ხმებით მემფისის გადაბირებით „ბარსელონა“ არის დაინტერესებული, თუმცა მას ახალი მსურველიც გამოუჩნდა.

Corriere della Sera იუწყება, რომ დეპაი მილანსაც მოუნდა. მეტსაც გეტყვით, ნიდერლანდელი შემტევი „როსონერის“ ოცნების ტრანსფერიც კი გახლავთ. ვიგებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი კონტრაქტს კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებს და იტალიურ გრანდს სურვილი აქვს დეპაი ზლატანისგან უამრავი რამ ისწავლოს.

Corriere della Sera იმასაც წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის 7-გზის გამარჯვებულს ჯანლუკა სკამაკა, ბელოტი, დუსან ვლაჰოვიჩი და დონიელ მალონიც სურს. ზაფხულში კი ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან ერთს აუცილებლად შეიძენს.

„მილანი“ წელს

პიოლის გუნდი სეზონის დიდი ნაწილის განმავლობაში სერია ა-ს ჩემპიონობისთვის იბრძოდა, თუმცა ამისთვის რესურსი არ ეყო და ახლა მათი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა, რომელსაც ჯერჯერობით წარმატებით ასრულებს.

„როსონერიმ“ დღეს „ჯენოას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა, რის შემდეგაც 66 ქულა დაუგროვდა. შეგახსენებთ, რომ „მილანი“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები