ოფიციალურად - ფლიკი ბაიერნთან კონტრაქტს გაწყვეტს
Aa
Aa

ოფიციალურად - ფლიკი ბაიერნთან კონტრაქტს გაწყვეტს

ბუნდესლიგის მორიგ ტურში „ბაიერნი“ „ვოლფსბურგს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. „რეკორდმაისტერმა“ ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

გამარჯვების სიხარულის ფონზე, სპორტულ მედიაში გერმანული გრანდის გულშემატკივრებისთვის სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. გამოცემა Bleacher იუწყება, რომ ჰანსი ფლიკმა კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ეს ამბავი ერთ-ერთ გერმანულ ტელევიზიას ამცნო.

„სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტს გავწყვეტ. მინდოდა, რომ ეს ამბავი გუნდს ჩემგან გაეგო, რადგან არსებობენ გამოცემები, რომლებიც ამ საკითხზე ჩემგან დამოუკიდებლად წერენ.“Kicker ფლიკის სიტყვებს ავრცელებს.

56 წლის სპეციალისტი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბთან კონტრაქტს გაწყვეტს. შეგახსენებთ, რომ ფლიკს „ბაიერნთან“ ხელშეკრულება 2023 წლამდე აქვს.

რატომ გადაწყვიტა ფლიკმა კონტრაქტის გაწყვეტა?

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ფლიკი „ბაიერნს“ დატოვებდა. პირველად ამის შესახებ ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა განაცხადა. ამის მიზეზად ჰანსის და გუნდის სპორტული დირექტორის ჰასან სალიჰამიჯიჩის კონფლიქტი გახდა.

პსჟ-სთან დღევანდელი შეხვედრა, ფლიკისთვის „ბაიერნის“ მწვრთნელის რანგში, ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლო იყო. იგი გერმანიის ნაკრების ჩაბარების პირველი კანდიდატია და ზაფხულში ფედერაციის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდება“, - აღნიშნა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა Sky Germany-ს პირდაპირ ეთერში.

გავრცელებული ხმებით, ჰასანი გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაში ჩარევას ცდილობდა. BILD-ის ინფორმაციით, სალიჰამიჯიჩს კონტროლის აღება სურდა იმაზე, თუ ვინ წავიდოდა და ვინ მოვიდოდა კლუბში. ეს ყველაფერი კი ფლიკისთვის ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა.

SPORT BILD-მა დაწერა, რომ „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელებს შორის არჩევანი ორად გაიყო. ნაწილი ფლიკს უჭერს მხარს, ნაწილი კი ჰასანს.

ვინ ვის მხარეს არის "ბაიერნში"?

ვიგებთ, რომ კარლ-ჰაინც რუმენიგე ჰანსის მხარეს არის. ამ დროს კი ული ჰიონესი და ჰერბერტ ჰაინერი ჰასანის მხარეს დგანან. ოლივერ კანის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

ვინ შეცვლის ფლიკს?

SportMediaset ირწმუნება, რომ მიუნხენში ფლიკის შემცვლელს ეძებენ და ერთ-ერთ ვარიანტად „იუვენტუსის“ ყოფილ თავკაცს მასიმილიანო ალეგრის განიხილავენ.

Die Roten წერს, რომ „ბაიერნის“ შეფები თავდაპირველად ჰანსის შემცვლელად იულიან ნაგელსმანს მოიაზრებდნენ, თუმცა ალეგრის ვარიანტმა შესაძლოა მათი აზრები შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა სპეციალისტმა „ბაიერნთან“ ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო. ეს ყველაფერი კი მან 18 თვეში მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები