Aa Aa
15 აპრილი 2021  |  16:45

''სანიოლმა რისკი და სიმშვიდე მოიტანა'' - ''სჯობს, ხვიჩა გრანდში წავიდეს''

თურქული ''ქონიასფორისა'' და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა ''ვინგერი'' ლევან შენგელია CrystalSport-თან ინტერვიუში ვილი სანიოლზე, ევროპაში მიღებულ გამოცდილებაზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და საკუთარ მომავალზე საუბრობს. ასევე, მოთამაშე ბელგიურ ''ტუბიცეში'' გატარებულ პერიოდს იხსენებს. მისი თქმით ევროპაში ''ქართული მენტალიტეტით'' წავიდა, თუმცა შემდგომში გამოცდილება დაუგროვდა, რამაც მისი კარიერის პროგრესს ხელი შეუწყო.

25 წლის მოთამაშეს თურქულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. გადაწყვეტილია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს, ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტი კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ არ ამოქმედდება, რადგან მოთამაშეს სათანადო რაოდენობის შეხვედრები არ ჩაუტარებია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ''ქონიასფორში'' მეორე სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში სუპერლიგის 26 შეხვედრაში (15 სასტარტოში) მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 4 გოლი და 3 საგოლე პასია. გარდა ამისა, 1 საგოლე პასი თურქეთის თასზე შეასრულა.

შენგელიას მსგავსად კლუბს შეიცვლის თურქეთში მოთამაშე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე. ''ანკარას'' შემტევი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და დიდი ალბათობით შენგელიას მსგავსად სხვა კლუბის მაისურში ვიხილავთ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში