დაპირისპირება და კონფლიქტი ბაიერნში - კოვაჩი ფლიკის მხარეს არის!
Aa
Aa

დაპირისპირება და კონფლიქტი ბაიერნში - კოვაჩი ფლიკის მხარეს არის!

მიუნხენის „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. „რეკორდმაისტერს“ „პარი სენ ჟერმენმა“ აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

გერმანული გრანდის გულშემატკივრებისთვის, რა თქმა უნდა საყვარელი გუნდის გამოთიშვა სამწუხაროა, მაგრამ ამაზე არასასიამოვნო მოვლენები მატჩის შემდეგ დაიწყო.

სპორტულ მედიაში ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელის ლოთარ მათეუსის სიტყვებმა გაიჟღერა, რომელიც ჰანსი ფლიკის მომავალს უკავშირდებოდა.

რა თქვა მათეუსმა?

“პსჟ-სთან დღევანდელი შეხვედრა, ფლიკისთვის „ბაიერნის“ მწვრთნელის რანგში, ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლო იყო. იგი გერმანიის ნაკრების ჩაბარების პირველი კანდიდატია და ზაფხულში ფედერაციის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდება“

გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის შიდა სამზარეულოში ადგილი კონფლიქტს აქვს. საქმე ფლიკს და კლუბის სპორტულ დირექტორს ჰასან სალიჰამიჯიჩს ეხება. „ბაიერნის“ ყოფილი დამრიგებელი ნიკო კოვაჩი საკუთარ აზრს აფიქსირებს და მხარს ჰანსი ფლიკს უჭერს.

გერმანული გამოცემა T-online.de წერს, რომ სპორტულ დირექტორსა და მთავარ მწვრთნელს შორის ურთიერთობა წინა წლის ზაფხულში დაიძაბა. მთავარი მიზეზი ფეხბურთელების შერჩევა იყო. სალიჰამიჯიჩი თვლიდა, რომ ტრანსფერებში უნდა ჩარეულიყო. უნდა გაეკონტროლებინა ვინ მოვიდოდა გუნდში და ვინ წავიდოდა. ეს კი 56 წლის სპეციალისტისთვის ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა.

რა თქვა ნიკო კოვაჩმა?

„მონაკოში“ სპორტულ დირექტორთან და პრეზიდენტთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე, მათ შორის ტრანსფერებზე და სრული ნდობა მაქვს. რა ხდება „ბაიერნში“ ? ყველამ კარგად იცის იქ როგორ მუშაობენ. „აინტრახტში“ ამ მხრივ ყველაფერი იდეალურად იყო და ასეთი სიტუაცია „მონაკოში“ დამხვდა."

ხორვატი სპეციალისტის ნათქვამი შეიძლება სალიჰამიჯიჩის ღია კრიტიკად ჩაითვალოს. ცნობილია, რომ კოვაჩს „რეკორდმაისტერში“ მუშაობის დროს რამდენიმე ახალი ფეხბურთელის ყიდვა უნდოდა, თუმცა ჰასანმა მას უარი უთხრა. გეტყვით, რომ ნიკოს ტიმო ვერნერის, ანტე რებიჩის და კევინ ვოგის შეძენა სურდა. როგორც T-online.de წერს, ტიმო ვერნერი ფლიკსაც სურდა, მაგრამ არ მოუყვანეს და საბოლოოდ გერმანელი შემტევი „ჩელსიში“ წავიდა.

„ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ არის ჰანსი ფლიკის მიმართ ამდენი გაუგებრობა და არასასიამოვნო სიტუაცია. მან უდიდეს წარმატებას მიაღწია „ბაიერნში.““ - თქვა კოვაჩმა SPORT BILD-თან საუბრისას

ვინ ვის მხარეს არის "ბაიერნში"?

გერმანული გავლენიანი გამოცემა BILD წერს, რომ „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობაში აზრთა სხვადასხვაობაა.

BILD-ის ინფორმაციით, ოლივერ კანს შეუძლია მთავარი ფუგირანტი იყოს ფლიკის და სალიჰამიჯიჩის კონფლიქტში. ვიგებთ, რომ კარლ-ჰაინც რუმენიგე ჰანსის მხარეს იჭერს. ამ დროს კი ული ჰიონესი და ჰერბერტ ჰაინერი ჰასანის მხარეს დგანან. ოლივერ კანის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკს ჩემპიონთა ლიგის 6 გზის გამარჯვებულთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები