ევროპის ჩემპიონატი - ძალოსნები მოსკოვში გაემგზავრნენ
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - ძალოსნები მოსკოვში გაემგზავრნენ

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა.

ქართველი სპორტსმენები მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც 4-დან 11 აპრილის ჩათვლით კონტინენტის პირველობა გაიმართება და ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები გათამაშდება.

შეკრების დასაწყისში ნაკრების წევრები დუშეთში ემზადებოდნენ, დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპი კი ბათუმში გაიარეს.

საქართველოს სახელით კონტინენტის პირველობაზე 12 ძალოსანი, 10 კაცი და ორი ქალი გამოვა.

 55 კგ. - გიორგი დოკვაძე

61 კგ. - შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი

67 კგ. - გოგა ჩხეიძე,

73 კგ. - კახი ასანიძე

89 კგ.  - რევაზ დავითაძე

96 კგ. - ანტონ პლესნოი

 102 კგ. - ირაკლი ჩხეიძე

+109 კგ. ლაშა ტალახაძე,  ირაკლი თურმანიძე,

გოგონები:

81 კგ - ნათია გადელია

87 კგ. - ანასტასია გოტფრიდი

გიორგი ასანიძე - ნაკრების მთავარი მწვრთნელი 

ლაშა ტალახაძე - ოლიმპიური ჩემპიონი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები