Aa
Aa

"ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ" - სანიოლმა შვედეთთან მატჩი შეაფასა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველო შვედეთს ესტუმრა და სამწუხაროდ 0:1 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ "ჯვაროსნების" თავკაცმა ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა.

"რთულია კომენტარის გაკეთება. ვფიქრობ, ორივე გუნდს ჰქონდა გარკვეული შესაძლებლობები. შვედეთი უკეთესი იყო, რადგან 1 გოლი გაიტანა, ჩვენ კი არცერთი. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. მათ ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ. უამრავი ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს.

მეორე ტაიმი იყოს ის, რაც გვინდა, რომ მომავალში ვნახოთ. გუნდმა გარკვეულ მომენტებში გარისკა. შვედეთს კი ვულოცავ. მათ გამარჯვება დაიმსახურეს. პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს. რამდენიმე დღეში ესპანეთს უნდა დავუპირისპირდეთ და ახლა მნიშვნელოვანი მოთამაშეების ძალების აღდგენაა. თუ ასე გავაგრძელებთ თამაშს, ვფიქრობ, მომავალი უკეთესი იქნება.

ქვილითაიას და შენგელიას კარგი მომენტები ჰქონდათ. ამ მატჩისთვის მოსამზადებლად მხოლოდ 2 ვარჯიში გვქონდა. საქართველო გეოგრაფიული თვალსაზრისით შორს არის. ფეხბურთელები სხვადასხვა ქვეყნებში თამაშობენ და მათი შეკრება გამიჭირდა. ზოგიერთმა მათგანმა საქართველოში ჩამოსასვლელად 4 თვითმფრინავი შეიცვალა. ასეთი რაღაცები კი პრობლემებს ქმნის.

ბედნიერი ვარ, რადგან ბიჭებმა შვედეთის დასამარცხებლად ყველაფერი სცადეს. სამწუხაროდ მომენტები ვერ გამოვიყენეთ. წინ კიდევ ორი მატჩი გვაქვს და მოსამზადებლად დრო გვჭირდება." - განაცხადა სანიოლმა

ცნობისთვის, ჩვენი ჯგუფის პარალელური მატჩი ესპანეთსა და საბერძნეთს შორის ფრედ 1:1 დასრულდა. ჯგუფის ლიდერი კი ჯერჯერობით შვედეთი გახდა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩშს "ჯვაროსნები" კვირას, 28 მარტს თბილისში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები