მორიგი ლიცენზია - ავთანდილ კენჭაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა
Aa
Aa

მორიგი ლიცენზია - ავთანდილ კენჭაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

ავთანდილ კენჭამძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

74 კილოგრამ წონით კატეგორიის ქართველი ფალავანი ბუდაპეშტში მიმიდინარე სალიცენზიო ტურნირის ფინალში გავიდა,სადაც აზერბაჯანელ ხაჯიმურად გაჯიევს შეხვდება.

ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა ბულგარეთის სახელით მოასპარეზე ალი ფაშა უმარფაშაევი დაამარცხა.

კენჭაძემ ნახევარფინალამდე სამი ბრძოლა გამართა და უკრაინელ დენის პავლოვს , სომეხ ჰრაირ ალიხანიანსა და ბერძენ გეორგიუს კუგიუმციდის აჯობა.

სამწუხაროდ მეოთხეფინალებში ბექა ბუჯიაშვილი, სანდრო ამინაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი დამარცხდნენ. რომლებიც ოლიმპიური ლიცენზიისთვის ბრძოლას სოფიაში გასამართ ტურნირზე იჭიდავებენ.

შეგახსენებთ,რომ  2019 წლის სექტემბერში ნურსულთანში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურ ლიცენზიას 2 ფალავანი დაეუფლა - ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები