სალიცენზიო ტურნირი - ავთანდილ კენჭაძე ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძოლებს
Aa
Aa

სალიცენზიო ტურნირი - ავთანდილ კენჭაძე ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძოლებს

ბუდაპეშტში სტარტი აიღო ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირი სადაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება,

პირველ დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 6 ოლიმპიური წონით კატეგორიის ფალავნები გამოვლენ და ოლიმპიურ ლიცენზიას ფინალისტები მიიღებენ.

ლიცენზიისთვის ბრძოლას მხოლოდ ერთი ფალავანი აგრძელებს. 74 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში ავთანდილ კენჭაძე გავიდა ,რომელიც ბულგარეთის სახელით მოასპარეზე ალი ფაშა უმარფაშაევს დაუპირისპირდება.

კენჭაძემ ნახევარფინალამდე სამი ბრძოლა გამართა და უკრაინელ დენის პავლოვს , სომეხ ჰრაირ ალიხანიანსა და ბერძენ გეორგიუს კუგიუმციდის აჯობა.

სამწუხაროდ მეოთხეფინალებში ბექა ბუჯიაშვილი, სანდრო ამინაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი დამარცხდნენ. რომლებიც ოლიმპიური ლიცენზიისთვის ბრძოლას სოფიაში გასამართ ტურნირზე იჭიდავებენ.

ნახევარფინალები თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ,რომ  2019 წლის სექტემბერში ნურსულთანში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურ ლიცენზიას 2 ფალავანი დაეუფლა - ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები