Aa
Aa

"მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი საგანგაშოა" - ნაკრების მხარდაჭერა ბასილაშვილს

მას შემდეგ, რაც საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა და დოჰას ღია პირველობაზე ტიტული მოიპოვა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მის მიმართ კრიტიკა გაიზარდა.

საქართველოს ნაკრების ჩოგბურთელი ზუკა ტყემალაძე ნაკრების სახელით განცხადებას ავრცელებს და ბასილაშვილის მხარდაჭერას აფიქსირებს.

ჩვენ, ქართველი ჩოგბურთელები, სრულ მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ნომერ პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს. განვიცდით და საგანგაშოდ მიგვაჩნია ის მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც მის წინააღმდეგ არის მიმართული და მიზნად ისახავს, ნიკოლოზ ბასილაშვილის რეპუტაციის შელახვას საერთაშორისოს ასპარეზზე.

ისე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ჩვენც მხარს ვუჭერთ ცივილურ, მშვიდ და სამართლებრივ პროცესს, რომლის საშუალებითაც სიმართლე აუცილებლად დადგინდება. მოვუწოდებთ არასამთვრობო სექტორსა და მედიას, დაელოდონ სასამართლო პროცესის დასრულებას და ნუ გაუსწრებენ მოვლენებს წინ. სპორტის გულშემტკივრებს კი ვერავინ მიგვითითებს, თუ რა ფორმით და როგორი ემოციით გავიზიაროთ ნიკა ბასილაშვილის წარმატებული ასპარეზობა. კიდევ ერთხელ, წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს კოლეგას. წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა!!!“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 2020 წლის 24 მაისს დაიწყო და საქმე მას შემდეგ პროკურატურის შესწავლის ობიექტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები