მანჩინი: პოდოლსკის „არსენალში“ დაბრუნება სურს
Aa
Aa

მანჩინი: პოდოლსკის „არსენალში“ დაბრუნება სურს

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ ლუკაშ პოდოლსკის, რომელიც მილანურ კლუბში არენდის წესით იმყოფება, სეზონის ბოლოს „არსენალში“ დაბრუნება სურს.

„როდესაც ფეხბურთელი სათამაშოდ ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადის, ამ შემთხვევაში ახალ კლუბთან ადაპტაცია გაცილებით უფრო რთულია. პოდოლსკი დიდებული ფეხბურთელი და პროფესიონალია, თუმცა ის „ინტერს“ ვერ მოერგო. ლუკაში ჩვენთან არენდის წესით ასპარეზობს და სეზონის ბოლოს მას „არსენალში“ დაბრუნება სურს“ - განაცხადა რობერტო მანჩინიმ.

 

შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ ლუკაშ პოდოლსკი, ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს ლონდონის „არსენალიდან“ არენდის წესით დაიმატა. მას შემდეგ გერმანელმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები