მაკარიძის ტექნიკის დემონსტრირება - მე-7 მშრალი მატჩი და მორიგი 3 ქულა
Aa
Aa

მაკარიძის ტექნიკის დემონსტრირება - მე-7 მშრალი მატჩი და მორიგი 3 ქულა

გიორგი მაკარიძის გუნდი ესპანურ ლა ლიგაში აღზევებისთვის ბრძოლას აგრძელებს. 28-ე ტურში ქართველი მეკარის ''ალმერიამ'' სტუმრად უმარ სადიქის ერთადერთი გოლით ''ჟირონა'' დაამარცხა.

25-ე წუთზე მაკარიძემ დამაჯერებლად ითამაშა და ბარსენასის დარტყმა მოიგერია.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მაკარიძემ კარი მშრალად შეინახა, 3 შესრულებული ''სეივის'' გარდა 36-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში საკმაოდ რთულ მომენტში მეტოქის ფორვარდს ეფექტურად ატყუებდა, თუმცა ''ჟირონას'' პანამელმა ''ვინგერმა'' ედგარ ბარსენასმა თამაშის წესი დაარღვია. მტკივნეული ორთაბრძოლის მიუხედავად საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა თამაში გააგრძელა. მატჩის შემდეგ CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს და უახლოესი მატჩების გამოტოვება არ მოუწევს.

 

მეორე ტაიმის დამატებული წუთების მიმდინარეობისას ''ჟირონა'' აქტიურობდა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო. მაკარიძე თამაშის მიწურულს სტუანის თავური დარტყმისას კვლავ დამაჯერებელი იყო.

30 წლის მაკარიძემ 12 დეკემბრის შემდეგ ე.წ. ''ქლინ შითით'' პირველად დაასრულა მატჩი. მან ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად შვიდ შეხვედრაში შეინახა.

25 ტურის შემდეგ ლა ლიგა 2-ს ''მალიორკა'' 60 ქულით ლიდერობს. მეორე პოზიციაზე ''ალმერიაა'' 55 ქულით, მაკარიძის გუნდს ''ესპანიოლი'' მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ''ალმერია'' შემდეგი ტურის მატჩს 15 მარტს, საკუთარ კედლებში ''ალკორკონთან'' გამართავს.

შეგახსენებთ, ლა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლა ლიგა 2-ის თებერვლის თვის 5 საუკეთესო ''სეივი'' შეარჩია. მათ შორის გიორგი მაკარიძე მოხვდა, ''ფუენლაბრადასთან'' ქართველი მეკარის მიერ ფეხით შესრულებული ''სეივი'' მეოთხე პოზიციაზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები