ქეცბაიას დუბლი და ბრწყინვალე საგოლე პასი: მცველი ''დააწვინა'' და შირერს გაატანინა
Aa
Aa

ქეცბაიას დუბლი და ბრწყინვალე საგოლე პასი: მცველი ''დააწვინა'' და შირერს გაატანინა

თემურ ქეცბაია ინგლისის ასოციაციის თასი ფინალში ორჯერ დამარცხდა, თუმცა მან ამ ტურნირის სხვა მატჩებში დასამახსოვრებელი მომენტები შექმნა. 1999 წლის 7 მარტს, ასოციაციის თასის მეოთხედფინალში რუდ გულიტის ''ნიუკასლმა'' ''სენტ. ჯეიმს პარკზე'' ''ევერტონი'' 4:1 დაამარცხა. მას შემდეგ ზუსტად 22 წელი გავიდა.

თემურ ქეცბაიამ ორი გოლი გაიტანა, მატჩის მიწურულს კი მეტოქის საჯარიმოში შესანიშნავად იმოქმედა და ალან შირერი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. ლეგენდარულმა ინგლისელმა შანსი გამოიყენა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1.

ქეცბაიას დუბლისა და შირერის გოლის გარდა ''ევერტონს'' გეორგიოს გეორგიადისმა გაუტანა, ხოლო ერთადერთი საპასუხო გოლი დევიდ ანსვორტის ანგარიშზეა.

1998-99 წლების სეზონში ამ გამარჯვებით ''ნიუკასლი'' ნახევარფინალში გავიდა, სადაც ''ტოტენჰემი'' დაამარცხა, თუმცა ფინალი სერ ალექს ფერგიუსონის ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' დათმო. ''ნიუკასლი'' ერთი სეზონით ადრე, 1998 წლის გაზაფხულზეც გავიდა ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში, თუმცა მაშინ არსენ ვენგერის ''არსენალმა'' სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები