Aa Aa
5 მარტი 2021  |  09:49

„შანსი ჯერ კიდევ არსებობს" - უაითი ხაბიბს ამ უქმეებზე შეხვდება

UFC-ის პრეზიდენტი, დეინა უაითი მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ხაბიბ ნურმაგომედოვს კიდევ ერთხელ შეხვდება და მასთან სამომავლო გეგმებს განიხილავს. უაითმა ეს ინფორმაცია თავად გაავრცელა და „არწივის“ შესახებ UFC 259-ის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„შაბათს ან კვირას ერთად ვისადილებთ, ვილაპარაკებთ და ვნახოთ რა მოხდება. ვფიქრობ, მსუბუქ წონით დივიზიონში ბევრი რამაა გასარკვევი. მე-9 ადგილით დაწყებული, პირველი პოზიციით დამთავრებული.

ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება და ტიტულისთვის ბრძოლის შანსს ვინ მიიღებს. ჩემი აზრით, თუ ხაბიბი დაინტერესებული იქნება, ჩხუბს დათანხმდება. ნურმაგომედოვი არ გამოდის და არ ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს, რაც ნიშნავს, რომ შანსი კიდევ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე, შექმნილ მდგომარეობას ასე ვუყურებ“.

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვმა კარიერის დასრულების შესახებ ჯასტინ გეიჯისთან მოგებული ბრძოლის შემდეგ განაცხადა. „არწივი“ MMA-დან დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით წავიდა. მან კარიერაში 29 ბრძოლაში, ხოლო UFC-ში 13 შერკინებაში იმარჯვა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში