Aa Aa
4 მარტი 2021  |  11:13

პრემიერ ლიგაში მე-5 გუნდი - იუნაიტედმა ერთ-ერთი რეკორდი გაიმეორა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერ ლიგის 29-ე ტურში „კრისტალ პალასთან“ სტუმრად ნათამაშები ფრით გამორჩეული სტატისტიკური მაჩვენებელი დააფიქსირა.

საქმე ისაა, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ მიმდინარე ჩემპიონატის ზედიზედ მე-14 გასვლითი შეხვედრა არ წააგეს, რაც პრემიერ ლიგაში აქამდე მხოლოდ 4 გუნდს ჰქონდა გაკეთებული. ხაზი გავუსვათ, რომ საუბარია სეზონის დაწყების შემდეგ ჩატარებულ პირველ 14 გასვლით თამაშზე.

როგორც ხედავთ, 1973-74 წლებში მსგავსი შედეგი „ლიდსმა“ დააფიქსირა, 1987-88 წლებში - „ლივერპულმა“, ხოლო 2001-02 და 2003-04 წლებში - „არსენალმა“.

„იუნაიტედმა“ „პალასთან“ თამაში ნულოვანი ფრით დაასრულა, რის შემდეგაც 51 ქულა მოუგროვდა და კვლავ ცხრილის მე-2 ადგილზეა. „წითელი ეშმაკები“ 6 მარტს თანაქალაქელ „სიტის“ „ეტიჰედ სთედიუმზე“ ეწვევიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში