კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე გენტის განაცხადშია და შესაძლოა ეუპენთან ითამაშოს
Aa
Aa

კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე გენტის განაცხადშია და შესაძლოა ეუპენთან ითამაშოს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე დიდხნიანი პაუზის შემდეგ, „გენტის“ განაცხადს დაუბრუნდა. ბელგიური კლუბი ხვალ, 3 მარტს, „ეუპენის“ წინააღმდეგ სათასო დაპირისპირებას გამართავს და შესაძლოა, ამ შეხვედრაში მოედანზე „ჩაკვე“ ვიხილოთ.

„გენტმა“ რამდენიმე წუთის წინ, „ეუპენთან“ მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა და ჰაინ ვანჰაეზებრუკის მიერ შერჩეულ ფეხბურთელთა შორის გიორგი ჩაკვეტაძეც იმყოფება. 

როგორც მოგეხსენებათ, 21 წლის ქართველ შემტევს ჯერჯერობით მხოლოდ 4 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. ბოლოს „ჩაკვემ“ 4 ოქტომბერს, „ბეერსხოტის" წინააღმდეგ ითამაშა და მოედანზე 28 წუთი გაატარა.

გიორგის მუხლის ტრავმა აწუხებდა და გუნდს სწორედ ამიტომ ვერ ეხმარებოდა. რამდენიმე დღის წინ, „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰაინ ვანჰაეზებრუკმა ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი თავს ბევრად უკეთ გრძნობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები