Aa Aa
27 თებერვალი 2021  |  12:06

''აბურჯანიამ დიდებულად ითამაშა'' - კარტახენას მწვრთნელი ქართველს აქებს

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 27-ე ტურში ''კარტახენამ'' რუბენ კასტროს გოლით ''ლეგანესი'' 1:0 დაამარცხა. გოლი გიორგი აბურჯანიას სახიფათო დარტყმას მოჰყვა, მეკარემ ბურთი მოიგერია და ახლო მანძილიდან კასტრომ გამარჯვების გოლი შეაგდო.


''კარტახენაში'' გადასვლის შემდეგ აბურჯანიას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და საუკეთესო ფორმაში შედის. ''ლეგანესთან'' შეხვედრაში ''სევილიას'' ექს-ნახევარმცველმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

81-ე წუთზე აბურჯანია მცირე დაზიანების გამო შეცვალეს, თავს კარგად გრძნობს და ტრავმის სიმძიმე მინიმალურია. სავარაუდოდ, შემდეგ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

მატჩის შემდეგ ''კარტახენას'' მთავარმა მწვრთნელმა ლუის კარიონმა აბურჯანიას შესახებ ისაუბრა: ''რამონ აზიზმა და გიორგი აბურჯანიამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მათმა დამატებამ გუნდს დიდი სტაბილურობა მოუტანა.

აბურჯანიამ შესანიშნავად ითამაშა, მან თავისი ფუნქციები დიდებულად შეასრულა.

ცენტრალური ნახევარმცველები შესაძლებლობების გამოვლენას უფრო უკეთ მაშინ ახერხებენ, როცა კარგ პრესინგს ვახორციელებთ''.

ნახევარდაცვის ცენტრში აბურჯანიას მეწყვილე რუბენ აზეზი ლა ლიგის ''გრანადაში'' ასპარეზობდა და მიმდინარე წლის დასაწყისში ''კარტახენას'' შეუერთდა, ხოლო გიორგი აბურჯანიას ''ოვიედოში'' არ ენდობოდნენ და ''კარტახენაში'' გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ''კარტახენას'' მაისურით 5 მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს, თუმცა უმთავრესია აბურჯანიამ პირადი პროდუქტიულობის თვალსაზრისით მაღალ დონეზე თამაში განაგრძოს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში