26 წლის აფრიკელი დინამოში - კეიტამ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა
Aa
Aa

26 წლის აფრიკელი დინამოში - კეიტამ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა

თბილისის ''დინამო'' 26 წლის აფრიკელი ფორვარდით, სეკუ კეიტათი გაძლიერდა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით მხარეებს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

მას მადრიდის ''ატლეტიკოს'' სარეზერვო გუნდსა და საფრანგეთის ლიგა 2-ის ორ კლუბში, ''რედ სტარსსა'' და ''ევიანში'' უთამაშია. 2014 წელს დიეგო სიმეონემ ''ატლეტიკოს'' პირველ გუნდში ესპანეთის სამეფო თასზე ათამაშა, თუმცა ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი მატჩი მადრიდული კლუბის მთავარ გუნდში. 

ასევე, გვინეის ნაკრების ექს-ფეხბურთელი კვიპროსულ ''ერმისსა'' და ლუქსემბურგულ ''დუდელანჟში'' გამოდიოდა, ხოლო ''დინამოში'' გადასვლამდე ქუვეითური ''ალ-არაბის'' წევრი იყო.

2015 წელს გვინეის ეროვნულ გუნდში 7 მატჩი ჩაატარა. მას შემდეგ ეროვნულ ნაკრებში არ უასპარეზია.

შეგახსენებთ, გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა თბილისის ''დინამომ'' სეზონი სუპერთასის მოგებით დაიწყო, ხოლო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველ ტურში მოქმედი ჩემპიონის მეტოქე ელიტაში დაბრუნებული ''სამგურალი'' იქნება. მატჩი ''დინამო არენაზე'' 27 თებერვალს, 18:00 საათზე დაიწყება.

მასალაში გამოყენებულია თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები