ილიას ზუროსი :
Aa
Aa

ილიას ზუროსი : "ვცდილობთ გავაუმჯობესოთ და ახალი უნარები შევძინოთ ახალგაზრდებს"

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ ესტუმრa და სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ბერძნემა სპეციალსიტმა გუნდსა და ეროვნულ ნაკრებს შორის განსხვავებაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ განვლილი მატჩებისათვის ჩვენს გუნდს საკმარისი მოსამზადებელი დრო არ ჰქონდა.

პირველ რიგში, მინდა ავუხსნა ხალხს განსხვავება გუნდსა და ეროვნულ ნაკრებს შორის. ეროვნულ ნაკრებში, სამწუხაროდ, არ გვაქვს საკმარისი დრო, რომ ვიმუშაოთ მოთამაშეებთან. ჩვენ  სხვადასხვა ლიგებიდან კალათბურთელები უნდა მოვაგროვოთ. ვცდილობდით გამოგვეყენებინა ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეები და კარგად სათამაშოდ სპეციალური ტაქტიკა შეგვემუშავებინა. მასპინძლები ვართ და უნდა ვითამაშოთ მაღალ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სიტუაცია იყო, საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ, რადგან დიდი ძალისხმევა გავიღეთ და ჩვენი მაქსიმუმი ჩავდეთ ამ თამაშებისათვის. კარგი შედეგი დავდეთ და ამავდროულად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ და ახალი უნარები შევძინოთ ახალგაზრდა კალათბურთელებს.ნაკრებისთვის ახალი მოთამაშის შერჩევა ძალიან რთულია, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ცნობილი კალათბურთელი ჩამოვიყვანოთ, რომელიც წაადგება ეროვნულ გუნდს, მაგრამ ეს ასე არ არის. რთულია ისეთი მოთამაშის ჩამოყვანა, რომელიც ტოპ დონეზე თამაშობს. ჩვენ ვცდილობთ შევარჩიოთ საუკეთესო მოთამაშეები, რომლებიც მომავალში განვითარდებიან და მაღალ დონეს მიაღწევენ ან ავიყვანოთ ისეთები, რომლებიც კარგად ასპარეზობენ საშუალო დონეზე. რაც შეეხება ფრენკამპს, ის ძალიან კარგი მოთამაშეა, მისი ფიზიკური მონაცემები ძალიან კარგია. ყველა აღნიშნავს, რომ ის მომავალში მაღალ დონეზე ითამაშებს და ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი იქნება, რაც სასარგებლო იქნება ჩვენი ნაკრებისათვის, რადგან არავინ არ ვართ დაზღვეული ტრავმებისგან და ყოველთვის უნდა გვყავდეს შესაძლო შემცვლელი და ნამდვილად კარგია ასეთი მოთამაშის ყოლა ეროვნულ ნაკრებში. გარკვეული ბანაკი გვექნება, სადაც ვიმუშავებთ ახალგაზრდა მოთამაშეებზე და ტაქტიკური კუთხითაც დავიწყებთ მზადებას ევრობასკეტისათვის. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ისე ჩაივლის როგორც ვგეგმავთ, არ შეგვიშლის ხელს პანდემია და შევძლებთ ყველა ჩვენი მოთამაშის ჩამოყვანას საქართველოში.“ - განაცხადა ზუროსმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები