რატი ანდრონიკაშვილი:
Aa
Aa

რატი ანდრონიკაშვილი: "რომ არა ტრავმა, ჩამოვიდოდი"

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ობიექტური მიზეზების გამო რამდენიმე კალათბურთელი აკლია. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშეა რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ სოლიდურ გუნდ “კრეიტონში” თამაშობს, თუმცა ჯვარედინ მყესებზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ უკვე მე-5 თვეა, მოედანზე ვერ გადის.

ანდრონიკაშვილს რეაბილიტაციის პერიოდი უდგას და მაქსიმალურად ცდილობს, ნელ-ნელა დაიბრუნოს სასურველი ფორმა. რატის გულით სურს საქართველოს ნაკრებში თამაში და რომ არა ტრავმა, თავისი გუნდის კალენდარში ერთკვირიანი თავისუფალი პერიოდის გამო თებერვლის ფანჯრის პერიოდში ნაკრებში ჩამოსვლაზეც ფიქრობდა…

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია რატის zoom-ის საშუალებით ამერიკის შეერთებულ შტატებში დავუკავშირდა და ვიდეო ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ უცვლელად.

 წყარო - gbf.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები