რონალდუსა და ჯორჯინას ღირსეული ჟესტი - 7 წლის ბავშვს მკურნალობა დაუფინანსეს
Aa
Aa

რონალდუსა და ჯორჯინას ღირსეული ჟესტი - 7 წლის ბავშვს მკურნალობა დაუფინანსეს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ და მისი მეგობარი გოგონა, ჯორჯინა როდრიგესი სიმსივნესთან მებრძოლ 7 წლის ბავშვს დაეხმარნენ.

ტომასს, რომელიც წარმოშობით პორტუგალიიდანაა, 2019 წელს, ნეურობლასტომა დაუდგინდა. მისმა მშობლებმა მორიგი ოპერაციისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად დახმარება ხალხს სთხოვეს და მათ ცნობილი წყვილი გამოეხმაურა. როგორც ირკვევა, რონალდუმ და ჯორჯინამ ტომასის ოჯახს გარკვეული თანხა გადაურიცხეს, რომლის წყალობითაც, ბიჭუნა მკურნალობას აგრძელებს.

მომხდარის შესახებ საზოგადოებას ჯორჯინას დამ, ივანამ აუწყა და სოციალურ ქსელში ტომასის მშობლების სიტყვები გამოაქვეყნა: „ტომასი ბარსელონაში მიემგზავრება, რათა Vall d’Hebron-ის საავადმყოფოში სიმსივნეს წინააღმდეგ მკურნალობა დაიწყოს. ჯორჯინა და კრიშტიანუ, დიდი მადლობა დახმარებისთვის, სოლიდარობისთვის და იმისთვის, რომ დიდი გული გაქვთ. უთვალავი მადლობა იმისთვის, რომ ტომასს მკურნალობის მიღების საშუალება მიეცა“.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ბარსელონაში მდებარე საავადმყოფომ ტომასი უკვე მიიღო და მკურნალობის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები