უკვე მეორედ - მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის კვირის საუკეთესო კალათბურთელია
Aa
Aa

უკვე მეორედ - მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის კვირის საუკეთესო კალათბურთელია

„სეტონ ჰოლის“ ქართველი მძიმე ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის კვირის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. „მამუმ“ „მეკობრეებს“ 2-დან 2 შეხვედრა მოაგებინა და მიმდინარე სეზონში ეს ჯილდო მეორედ დაისაკუთრა.

„მამუკელაშვილმა სეტონ ჰოლს 2 გასვლით შეხვედრაში ულიდერა და ჩაგდებული ქულების რაოდენობით ორივე მატჩში საუკეთესო იყო. პროვიდენსთან და კონექტიკუტთან გამართულ შეხვედრებში მან საშუალოდ 21 ქულა, 7 მოხსნა და 2.5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. პარკეტიდან და პერიმეტრიდან 50, ხოლო საჯარიმო ხაზიდან 85.7 პროცენტით შეუტია.

კონექტიკუტთან იგი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და 22 ქულა ჩააგდო. მამუმ პროვიდენსთანაც იგივე გააკეთა და 20 ქულით გამოირჩა“, - წერს Big East-ის კონფერენციის ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილს Big East-ის კონფერენციის წლის საუკეთესო კალათბურთელისა და კარლ მელოუნის სახელობის ჯილდოს მოგების შანსი აქვს. იგი საშუალოდ 17.9 ქულას აგროვებს და Big East-ის კონფერენციაში ტოპ 15 კალათბურთელს შორის როგორც ქულების, ისე მოხსნებისა და ასისტების მხრივ იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები