Aa
Aa

რეკორდთან ახლოს - კუკურელიამ ბილბაოს მე-18 წამზე გაუტანა

ლა ლიგის მე-20 ტურის ბოლო მატჩში, „ბილბაოსა“ და „ხეტაფეს“ მატჩისას, ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი უსწრაფესი გოლი გავიდა.

მადრიდელთა შემტევმა მარკ კუკურელიამ საკუთარი გუნდი მე-18 წამზე დააწინაურა, რაც ლა ლიგაში სისწრაფით მე-2 გოლია. ამაზე უფრო სწრაფად 2008 წელს, ხოსება ლორენტემ გაიტანა. „ვალიადოლიდის“ შემტევმა „ესპანიოლის“ კარი თამაშის დაწყებიდან 7.22 წამის შემდეგ აიღო.

ლორენტეს ეს გოლი საერთოდ ტოპ 5 ჩემპიონატში უსწრაფესი იყო, თუმცა მიმდინარე სეზონში ეს შედეგი „მილანის“ ფორვარდმა, რაფაელ ლეაომ გააუმჯობესა. პორტუგალიელმა „სასუოლოს“ 6.2 წამში გაუტანა.

კუკურელიას გოლის მიუხედავად, „ხეტაფე“ ერთ-ერთ კონკურენტ „ბილბაოსთან“ 1:5 განადგურდა, მადრიდელებმა ერთ მატჩში 5 ბურთი 2017 წლის მარტის შემდეგ პირველად გაუშვეს. საპირისპიროდ კი „ბილბაომ“ ასევე ერთ თამაშში 5 გოლი 2017 წლის აპრილის შემდეგ გაიტანა პირველად.

„ბილბაოსთან“ გუშინდელი მარცხის შემდეგ „ხეტაფე“ მე-13 ადგილამდე დაეშვა, ბასკებმა კი 24 ქულა მოაგროვეს და მე-9 ადგილამდე აღზევდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები