რატომ არ შედგა სისოკოს ტრანსფერი? - ნემსაძე სისოკოზე, კაშიაზე, კვეკვესკირსა და ანანიძეზე
Aa
Aa

რატომ არ შედგა სისოკოს ტრანსფერი? - ნემსაძე სისოკოზე, კაშიაზე, კვეკვესკირსა და ანანიძეზე

თბილისის ''დინამოს'' მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' საინტერესო თემებზე ისაუბრა. მისი თქმით გურამ კაშიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა საქართველოს ჩემპიონმა ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის მოთხოვნები ვერ დააკმაყოლა, ხოლო ალი სისოკომ კარიერის გაგრძელება არაბულ ქვეყანაში გადაწყვიტა.

გიორგი ნემსაძე: ''გურამ კაშიასთან მოლაპარაკებას ვაწარმოებდით, მას თბილისის ''დინამოში'' დაბრუნების სურვილი ჰქონდა. ვთვლი, რომ როცა ლეგიონერი ჩამოდის, მას შესაბამისი პირობები უნდა შეუქმნა, თუმცა მისი პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ. 

ნიკა კვეკვესკირსა და ჯანო ანანიძეს ვესაუბრე, თუმცა ისინი უცხოეთისკენ იყურებიან და მოლაპარაკებები არ გაგრძელებულა, ხოლო ჯაბა კანკავა ფრანგულ ვარიანტს ელოდებოდა და კარიერა საფრანგეთში გააგრძელა.

ალი სისოკოსთან შეთანხმების რაღაც ეტაპამდე მივედით, თუმცა მე ვფიქრობ, რომ რაღაც სხვა ვარიანტი გამოუჩნდა და კავშირზე აღარ გამოსულა, წესით თურქეთში ჩვენთან ერთად უნდა ჩამოსულიყო, შეკრება ''დინამოსთან'' ერთად უნდა გაევლო, თუმცა მოლაპარაკება შეწყდა. ჩემი ინფორმაციით სისოკო კარიერას არაბულ ქვეყანაში გააგრძელებს''.

შეგახსენებთ, თბილისის ''დინამომ'' რამდენიმე უცხოელი ფეხბურთელი დაიმატა. კერძოდ, 29 წლის სერბი ნახევარმცველი მილან რადინი, ''აიაქსის'' აღზრდილი ფაბიან სპორკსლეიდი და 27 წლის სერბი თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი.

მასალაში გამოყენებულია Gettyimages-ისა და Fcdinamo.ge-ს ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები