Aa
Aa

აღიარება 14 წლის შემდეგ - IFFHS-მ სერია A 2020 წლის საუკეთესო ჩემპიონატად დაასახელა

ფეხბურთის ისტორიისა და სტსტისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2020 წლის საუკეთესო ჩემპიონატად იტალიის სერია A დაასახელა.

IFFHS-ის მიხედვით, „ლეგა კალჩოს“ 2020 წელს 1026 ქულა მიენიჭა, მეორე ადგილზე 1003 ქულით ინგლისის პრემიერ ლიგა გავიდა, მე-3 პოზიცია ბრაზილიის სერია A-მ დაიკავა, მე-4 - ესპანეთის ლა ლიგამ, ხოლო მე-5 - გერმანიის ბუნდესლიგამ.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ჩემპიონატმა ეს აღიარება 2006 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა. არადა, 1991-2006 წლების მონაკვეთში სერია A 10-ჯერ გამოარჩიეს.

იტალიური სერია A-ს 2020-21 წლების სეზონიც საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს და ფეხბურთის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილის აზრით, ევროპის ტოპ 5 ლიგაში ყველაზე სანახაობრივი ტურნირია.

რაც შეეხება "Crystalbet ეროვნული ლიგას", ჩვენმა ჩემპიონატმა 24-ადგილიანი რეგრესი განიცადა. 2019 წლის მონაცემებით, 51-ე პოზიციაზე იმყოფებოდა, ამჟამად კი მსოფლიოს 80 ლიგიდან 75-ეა - ბოსნიის, ანგოლის, კოსოვოს, ნიგერიისა და ალჟირის ჩემპიონატებს უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები