ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "რაც ალაბას ეხება არ მაინტერესებს!"

მადრიდის "რეალი" კოპა დელ რეის თამაშისთვის ემზადება. ჟურნალისტები "ბლანკოსის" მთავარ მწვრთნელს შეხვდნენ და  რამდენიმე კითხვა დაუსვეს.

კითხვაზე, რას ფიქრობდა ზიდანი დავიდ ალაბას ტრანსფერის შესახებ ზიზუმ უპასუხა: "მესმის თქვენი კითხვა, მაგრამ თქვენ საუბრობთ ისეთ ფეხბურთელზე, რომელიც ჩემს გუნდში არ თამაშობს. რაც ალაბას ტრანსფერს ეხება არ მაინტერესებს. ჩემი ფიქრები მხოლოდ მომდევნო მატჩზე არის მომართული. ვცდილობ გუნდი მაქსიმალურად კარგად მოვამზადო."

შეგახსენებთ, რომ დავიდ ალაბას "ბაიერნთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება და გავრცელებული ინფორმაციით ავსტრიელი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ გეგმავს. მარცხენა მცველის მთავარი მოთხოვნა გაზრდილი ხელფასია, რომელსაც "რეკორდმაისტერი" არ აკმაყოფილებს.

ცნობისთვის, დავიდი მიუნხენურ გრანდშ 2009 წელს გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ყველა შესაძლო საკლუბო ტურნირი მოიგო(2-ჯერ ტრიპლეტი). ჩაატარა 408 მატჩი და 32 გოლი გაიტანა.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ზიდანს იოვიჩის კარგ თამაშზეც ჰკითხეს: "მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ლუკა ძალიან მომწონს და ყველაფერში წარმატებას ვუსურვებ."

კითხვაზე, აწუხებს თუ არა ზიდანს რამოსის და ვასკესის კონტრაქტის საკითხი, ფრანგმა უპასუხა: "სერხიო და ლუკასი დიდი ხანია "რეალის" ფეხბურთელები არიან. ისინი ყოველთვის მზად არიან გუნდს დაეხმარონ. თუ რამე შეიცვლება ამას მომავალი გვიჩვენებს."

მადრიდის "რეალი" 20 იანვარს კოპა დელ რეიზე "ალკოიანოს" ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები