მოულოდნელად - ინტერი კლუბს სახელს შეუცვლის?
Aa
Aa

მოულოდნელად - ინტერი კლუბს სახელს შეუცვლის?

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობას გუნდის 113-ე დაბადების დღისთვის სურს, რომ კლუბს სახელწოდება შეუცვალოს.

ოფიციალურად კლუბს ახლა "ინტერნაციონალე მილანო" ჰქვია. გუნდის მესვეურებს კი ამ სახელის შემოკლება და უბრალოდ "ინტერ მილანო-ს" დარქმევა სურთ. 

მსოფლიოს მასშტაბით "ნერაძურის" მილანის "ინტერად" ან უბრალოდ "ინტერად" მოიხსენიებენ და სწორედ ეს გახდა ახალი სახელის მოფიქრების მიზეზი. ხელმძღვანელობას სურს, რომ გუნდს "ინტერ მილანო" დაუძახონ. თუ ყველაფერი ასე მოხდა, კლუბს ინიციალებელი შემოუკლოდება და მხოლოდ I და M დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს გუნდმა სერია ა-ს ბოლო ტურში "იუვენტუსი" 2:0 დაამარცხა. ამ მომენტისთვის "ინტერი" სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და 3 ქულით ჩამორჩება თანაქალაქელ "მილანს."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები