Aa
Aa
16 იანვარი 2021  |  20:48

"აგრესიულ ინტერს ველოდები" - რა თქვა პირლომ მატჩის წინ

იტალიის სერა ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მოქმედი ჩემპიონი "იუვენტუსი" მილანში ჩაფრინდება და "ინტერს" დაუპირისპირდება. ტურინელთა დამრიგებელმა ანდრეა პირლომ ტრადიციულად მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

"მე ველოდები აგრესიულ "ინტერს", რომელსაც მატჩში დომინანტობა სურს, მაგრამ ჩვენ "იუვენტუსი" ვართ და მილანში ჩვენი ფეხბურთის სათამაშოდ მივდივართ. გამარჯვებას ვეცდებით და ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მატჩი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში არაფერს გადაწყვეტს. 

კარგად ვიცით მოწინააღმდეგის ძლიერი მხარეები, მაგრამ ჩვენ საკუთარ სტილს არ გადავუხვევთ. "ნერაძურისთან" გამარჯვება დამატებით სტიმულს მოგვცემს და ეს 3 ქულაზე ბევრად მნიშვნელოვანია. "იუვენტუსს" და "ინტერს" განსხვავებული ფილისოფია აქვთ, მაგრამ ჩვენ ჩემპიონატის ბოლო ტურამდე ვიბრძოლებთ.

ტრავმირებული ფეხბურთელები გუნდთან ერთად ვარჯიშობენ, მაგრამ ექიმების საბოლოო დასკვნას ველოდები. კიელინი კარგად არის. მას უდიდესი მოტივაცია აქვს და თამაში სურს. ბედნიერი ვართ ჯორჯოს დაბრუნებით, რადგან ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მაკკინი ბოლომდე მზად არ არის. ჩვენ მის მდგომარეობას შევაფასებთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტ ითამაშებს თუ არა.

რემზი სათამაშოდ მზად არის. დე ლიხტის არყოფნა ცუდია, მაგრამ მის პოზიციაზე სხვა კარგი ფეხბურთელებიც გვყავს. მორატაც კარგად არის და ის ითამაშებს. კონტესგან უამრავი რამ ვისწავლე და მისი მადლიერი ვარ, მაგრამ ჩვენ ახლა კონკურენტები ვართ." - განაცხადა პირლომ

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ინტერი" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე 37 ქულით იმყოფება. რაც შეეხება "ბებერ ქალბატონს" 33 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ, თუმცა პირლოს გუნდს 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. "ინტერისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება 17 იანვარს თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები