ოფიციალურად: ჯაბა კანკავა ფრანგული კლუბის ფეხბურთელია
Aa
Aa
16 იანვარი 2021  |  13:55

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა ფრანგული კლუბის ფეხბურთელია

CrystalSport-ის ცნობა გამართლდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 34 წლის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ''ვალანსიენთან'' კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ''რეიმსის'' ექს-მოთამაშე ახალ კლუბში 6-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ინფორმაცია ლიგა 2-ის კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

გასული წლის მიწურულს ''ტობოლის'' დატოვების შემდეგ 34 წლის ქართველი საყრდენი თავისუფალი აგენტი იყო. ''ვალანსიენის'' მთავარი მწვრთნელი ოლივიე გეგანი, რომელიც 2015-16 წლებში კანკავას ''რეიმსში'' წვრთნიდა, კანკავას დამატების ინიციატორი იყო.

CrystalSport-ის ცნობით კანკავა საფრანგეთში იმყოფება და უახლოეს დღეებში ახალ კლუბთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.

მიმდინარე სეზონის საფრანგეთის ლიგა 2-ში ''ვალანსიენი'' მე-10 ადგილზეა. ამავე ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ამირან სანაია ასპარეზობს, რომელიც ''როდეზის'' ღირსებას იცავს.

ჯაბა კანკავა 2015-17 წლებში ''რეიმსის'' ფეხბურთელი იყო, 2015-16 წლების სეზონი ლიგა 1-ში გაატარა, თუმცა შემდეგ კლუბი რანგით მეორე ლიგაში გავარდა. კანკავამ ლიგა 2-ში ერთი სეზონი გაატარა, თუმცა კლუბმა ელიტაში დაბრუნება ვერ შეძლო და ''დნიპროს'' ექს-მოთამაშე კლუბს დაემშვიდობა.

ფოტო: gettyimages

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები