მარცხი ოძეკთან - ტოჩინოშინი დოჰიოდან გადააგდეს
Aa
Aa

მარცხი ოძეკთან - ტოჩინოშინი დოჰიოდან გადააგდეს

„ჰაცუ ბაშოს“ მე-7 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო იყო, რომელთანაც ქართველი რიკიში ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

სასტარტო ტაჩიაის შემდეგ, ტაკაკეიშომ ცუპარების გამოყენებით ტოჩინოშინი დოჰიოდან გადააგდო და ბრძოლა საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო.

დღევანდელ ბრძოლამდე ლევანს ტაკაკეიშოსთან 11 დაპირისპირებიდან მხოლოდ 3 ჰქონდა მოგებული, 8-ჯერ კი დამარცხდა.

ლევან გორგაძეს 7 დღის შემდეგ 2 მოგება და 5 მარცხი აქვს. თუ არ მოუმატა და დოჰიოზე თავისი შესაძლებლობები უკეთ არ წარმოაჩინა, „ტოჩის“ დადებითი ბალანსის გაფორმება ძალიან გაუჭირდება.

ტურნირის მე-8 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე სეკივაკე ტაკანოშო იქნება, რომელსაც ლევანი სულ სამჯერ შეხვდა - 1-ჯერ მოუგო, 2-ჯერ კი დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები