მაისურაძის ეფექტური შესრულება - სადებიუტო გოლი მნიშვნელოვან შეხვედრაში
Aa
Aa

მაისურაძის ეფექტური შესრულება - სადებიუტო გოლი მნიშვნელოვან შეხვედრაში

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატში ''პარალიმნიმ'' ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, საშინაო შეხვედრაში ირაკლი მაისურაძის ეფექტური გოლით ლიმასოლის აელ-ი 1:0 დაამარცხა. 32 წლის მაისურაძე საყრდენი ნახევარმცველია, კვიპროსის ჩემპიონატში მე-6 სეზონს ატარებს და ადგილობრივ ლიგაში სადებიუტო გოლი შეაგდო, რაც გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

რაც შეეხება მაისურაძის კვიპროსულ კარიერას, საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელი ''ანორთოსისში'' ორი სეზონი ასპარეზობდა, ''ერმისში'' ერთი სეზონი გაატარა, 2018 წლის ზაფხულიდან კი ''პარალიმნისთვის'' თამაშობს.

19 ტურის შემდეგ აელ-ი 38 ქულით მეორე ადგილზეა და თემურ ქეცბაიას ''ანორთოსისს'' 2 ქულით უსწრებს. ქართველი სპეციალისტის გუნდი დღეს, მე-20 ტურის შეხვედრაში ''ნეა სალამინას'' უმასპინძლებს.

უკანასკნელ სამ ტურში ''პარალიმნიმ'' 2 გამარჯვება მოიპოვა, 14-გუნდიან ლიგაში 18 ქულით მე-14 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები