Aa
Aa

„ამ მარცხს კრახს ვერ ვუწოდებთ" - ზიდანი ბილბაოსთან წაგების შემდეგ

„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ესპანეთის სუპერთასზე განცდილი მარცხის შესახებ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტი მატჩის სტარტით უკმაყოფილო დარჩა და პრესკონფერენციაზე ეს არ დაუმალავს.

„პირველ ტაიმში რეალს ძალიან გაუჭირდა და თამაშში ცუდად შევედით. ჩვენს მეტოქეს მხოლოდ ორი მომენტი ჰქონდა და ორივე გამოიყენა. მეორე ნახევარი უკეთ ჩავატარეთ. გოლის გატანის შანსები გვქონდა, ზუსტი დარტყმები განვახორციელეთ და მოწინააღმდეგის კარიც ავიღეთ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ბილბაო პრესინგს ჩინებულად თამაშობდა და ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ, რაც რეალს არ ახასიათებს. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, ვეცადოთ, კარგად დავისვენოთ და მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ.

ამ მარცხს კრახს ვერ ვუწოდებთ, რადგან ცდა არ დაგვიკლია. მუშაობა არ უნდა შევწყვიტოთ და უნდა შევცვალოთ ის, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან გარე ფაქტორები იგივე დარჩება“.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ „ბილბაოსთან“ 2-1 დამარცხდა. ბასკების მხრიდან თავი გარსიამ გამოიჩინა და დუბლი შეასრულა, „სამეფო კლუბის“ რიგებში კი გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები