Aa
Aa

გამარჯვება პენალტებით - მილანი თასის 1/4 ფინალში ზედიზედ მე-12-ედ ითამაშებს

„მილანმა“ იტალიის თასის 1/8 ფინალური ეტაპი რთულ ბრძოლაში დასძლია და ტურნირის 1/4 ფინალურ სტადიაზე ზედიზედ მე-12-ედ ითამაშებს.

„როსონერიმ“ „ტორინოსთან“ 120-წუთიანი დაპირისპირება უგოლოდ დაასრულა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. საფეხბურთო ლატარეაში ერთადერთი შეცდომა ტურინელთა კაპიტანმა, ტომას რინკონმა დაუშვა და მილანელებმა სერია 5:4 მოიგეს.

„შავ-წითელთა“ მხრიდან ზუსტი დარტყმები კესიმ, ერნანდესმა, ტონალიმ, რომანიოლიმ და ჩალჰანოღლუმ შეასრულეს.

სტეფანო პიოლის გუნდის შემდეგი მეტოქე „ინტერი“ ან „ფიორენტინა“ იქნება. გუნდები მეოთხედფინალისტს დღეს საღამოს, თბილისის დროით 18:00 საათიდან გამოავლენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები