Aa
Aa

კვირის საუკეთესო მოთამაშეები - NBA-ში ტეიტუმი და დონჩიჩი გამოარჩიეს

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ მიმდინარე სეზონის მესამე კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა. NBA-მ დასავლეთ კონფერენციაში „დალას მავერიქსის“ სუპერვარსკვლავი, ლუკა დონჩიჩი, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში „ბოსტონ სელტიქსის“ ახალგაზრდა ლიდერი, ჯეისონ ტეიტუმი გამოარჩია.

დონჩიჩმა „დალასს“ 3-დან 3 შეხვედრა მოაგებინა და გუნდს „ჰიუსტონ როქეთსის“, „დენვერ ნაგეთსისა“ და „ორლანდო მეჯიქის“ დამარცხებაში დაეხმარა. სლოვენიელი საშუალოდ 30.3 ქულას, 12 მოხსნასა და 11.3 შედეგიანი გადაცემას აგროვებდა და ორი სამმაგი დუბლი შეასრულა, „დენვერთან“ კი ტრიპლ-დაბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

ლუკას მსგავსად, საკუთარ გუნდს ტეიტუმმაც 3-დან 3 მატჩში გაამარჯვებინა. ჯეისონის წყალობით „ბოსტონმა“ „ტორონტო რეპტორსს“, „მაიამი ჰიტსა“ და „ვაშინგტონ უიზარდსს“ სძლია. „სელტიქსის“ 22 წლის კალათბურთელის საშუალო სტატისტიკა კი ასეთი გახლდათ - 33 ქულა, 5.3 ქულა, 2.7 შედეგიანი გადაცემა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას NBA-ში „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი, სტეფ კარი და „ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ ფორვარდი, ტობაიას ჰერისი გამოარჩიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები