კობიაშვილი: ''ახალ მწვრთნელზე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ვმუშაობთ''
Aa
Aa

კობიაშვილი: ''ახალ მწვრთნელზე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ვმუშაობთ''

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით მუშაობა მიდის, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით.

ლევან კობიაშვილი: ''ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ ახალს ვერაფერს გეტყვით. მწვრთნელებთან საუბრები გვაქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, თუმცა დღეს კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, ვინაიდან ველოდებით როგორც მათგან გადაწყვეტილებას, ასევე ჩვენს საბოლოო გადაწყვეტილებას, ფინანსური მხარეა მნიშვნელოვანი, პერსპექტივაა მნიშვნელოვანი.

ჩვენ ახალ მთავარ მწვრთნელთან გრძელვადიან მუშაობას ვგეგმავთ და ეს არ იქნება მხოლოდ ერთწლიანი პროექტი. მიზანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაა.''

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები უახლოეს მატჩს მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევ ციკლში შვედეთის წინააღმდეგ 25 მარტს სტუმრად ჩაატარებს. მომდევნო შეხვედრა 28 მარტს გაიმართება, ''დინამო არენაზე'' საქართველოს ნაკრების მეტოქე ესპანეთი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები