ლევან კობიაშვილი :
Aa
Aa

ლევან კობიაშვილი :"ფედერაცია ახალი მთავარი მწვრთნელის ჩამოყვანის ხარჯს უზრუნველყოფს"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველ არხს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ეროვნული ნაკრების მომავალს მწვრთნელზე ისაუბრა.

“მარტის ბოლომდე, როდესაც ახალი შესარჩევი ციკლი დაიწყება, ახალი მწვრთნელის შესარჩევად დროს არის. თუმცა, ბევრი დროც არ გვაქვს და გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც მანამდე გუნდს გაიცნობს და ფეხბურთელებთან ურთიერთობა ექნება. შესაბამისად, ვმუშაობთ, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რაც შეიძლება მალე რომ წარვადგინოთ. დღევანდელი მონაცემებით, ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე მოვახერხებთ.ფეხბურთის ფედერაცია ყველა ხარჯს, მათ შორის, ახალი მთავარი მწვრთნელის ჩამოყვანის ხარჯს, თავის პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან ერთად უზრუნველყოფს”- განაცხადა კობიაშვილმა

შეგახსენებთ, სომხეთთან მარცხის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის 5-წლიანი პერიოდი დაასრულა. სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატთან ახლოს იყო, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალში ''დინამო არენაზე'' მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები