კურიოზული ფაქტი უელსში: არბიტრს ბარათები გასახდელში დარჩა
Aa
Aa

კურიოზული ფაქტი უელსში: არბიტრს ბარათები გასახდელში დარჩა

PRO 14-ში უელსური კლუბების, ''სკარლეტსისა'' და ''დრაგონსის'' შეხვედრაში ძალიან უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა ნაიჯელ ოუენსმა მხოლოდ მეორე ტაიმში აღმოაჩინა, რომ მინდორზე ბარათების გარეშე გამოსულიყო.

55-ე წუთზე ოუენსმა ''დრაგონსის'' მორაგბის, მეთიუ სქრიჩის გასინბინება გადაწყვიტა, თუმცა გაირკვა, რომ ბარათები თან არ ჰქონდა. კურიოზულ ვითარებაში მთავარმა მსაჯმა სქრიჩის მინდვრის დატოვებისკენ სიტყვიერად მოუწოდა. ამასობაში ოუენსს ბარათები მიაწოდეს და დასჯილ მორაგბეებს ბარათები ფორმალურად უჩვენა, თუმცა სოციალურ ქსელში კურიოზულ შემთხვევას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

შეგახსენებთ, გასულ წელს ნაიჯელ ოუენსმა გადაწყვიტა, რომ სანაკრებო მატჩებს აღარ გაუძღვება და მხოლოდ კლუბების დაპირისპირებებს განსჯის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები