ჰოლანდი:
Aa
Aa

ჰოლანდი: "კულიბალი რამოსის და ვან დაიკის გვერდით უნდა დავაყენოთ"

"დორტმუნდის ბორუსიას" ვარსკვლავმა ერლინგ ჰოლანდმა ნორვეგიულ გამოცემასთან ისაუბრა. მისი განცხადებით კალიდუ კულიბალი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია.

"ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთი მცველის წინააღმდეგ მითამაშია. ასევე ბევრის თამაში პირადად მინახავს. მინდა გამოვარჩიო "ნაპოლის" მცველი კალიდუ კულიბალი. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

არსებობენ სერხიო რამოსი და ვირჯილ ვან დაიკი. ვფიქრობ, კალიდუ მათ გვერდით უნდა დავაყენოთ. სამივე მათგანი ფიზიკურად ძალიან ძლიერია და თამაშის ელენგატური სტილი აქვთ." - განაცხადა ჰოლანდმა

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი "დორტმუნდს" შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი "ბორუსიას" 2019 წლის ზამთარში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 20 წლის თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 33 გოლი გაიტანა. ოლანდი ასევე 2020 წლის THE GOLDEN BOY გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები