Aa
Aa

"ფეხბურთელებმა ჩემი დავალება არ შეასრულეს" - ლამპარდის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა პრემიერ ლიგის მორიგი ტურის ცენტრალური მატჩი "არსენალსა" და "ჩელსის" შორის. "მეთოფეებმა" 7 მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტეს და ლონდონურ დერბიში 3:1 გაიმარჯვეს. მატჩის შემდეგ ფრენკ ლამპარდმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"პირველი ტაიმი არ მომეწონა. მეორეში ბევრად უკეთესები ვიყავით, მაგრამ გასაკეთებელი ძალიან ბევრი იყო და გაგვიჭირდა. 

არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვაა თვითკმაყოფილება, მაგრამ ჩემი ფეხბურთელები მინდორზე არასწორი დამოკიდებულებით გავიდნენ. არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმაში იყო "არსენალი". მათ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ და ზოგადად პრემიერ ლიგაში არასწორი მიდგომით არცერთ გუნდთან არ უნდა ითამაშო.

თანამედროვე ფეხბურთში თუ ნელა ითამაშებ, კარგი შედეგის მიღწევა ყოველთვის გაგიჭირდება. დავალება ძალიან ნათელი და მარტივი იყო. ჩემს ფეხბურთელებს სწრაფად და სწორად უნდა შეეტიათ, მაგრამ ეს არ შეასრულეს.

როდესაც საკმარისი გოლები ვერ გაგაქვს ეს ყოველთვის თავდამსხმელს ბრალდება. ტიმო ვერნერი მოწოდების სიმაღლეზე არ იყო. მან სარგებელი ვერც ბურთით და ვერც უბურთოდ ვერ მოგვიტანა. ვფიქრობ, მას დრო უნდა მივცეთ, რადგან პრემიერ ლიგა ბუნდესლიგისგან განსხვავდება. მას აუცილებლად დაველაპარაკები. ვგრძნობდი, რომ ტიმო უნდა შემეცვალა და სწორედ ასეც მოვიქეცი. 

ჟორჟინიოს გამოუყენებელ პენალტზე კომენტარის გაკეთება არ მსურს. იმას ვიტყვი, რომ მან მეორე ტაიმში გუნდითვის ბევრი რამ გააკეთა და მატჩში გარდატეხის შეტანას ცდილობდა." - განაცხადა ლამპარდმა

შეგახსენებთ, რომ ამ წაგებით "არისტოკრატები" სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე დაქვეითდნენ. მომდევნო მატჩს "ჩელსი" 28 დეკემბერს შინ "ასტონ ვილას" წინააღმდეგ გამართავს. ცნობისთვის, მასპინძელთა მხრიდან გოლები ლაკაზეტიმ, ჯაკამ და საკამ გაიტანეს. სტუმართა მხრიდან კი თავის გამოჩენა ტამი აბრაჰამმა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები