''ეს რაღაც კოსმოსია'' - კვარაცხელიას მორიგი აღიარება და შთამბეჭდავი პროდუქტიულობა
Aa
Aa

''ეს რაღაც კოსმოსია'' - კვარაცხელიას მორიგი აღიარება და შთამბეჭდავი პროდუქტიულობა

რუსულმა გამოცემა Sport24-მა რუსეთის პრემიერ ლიგის 2020-21 წლების სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. სიმბოლური გუნდი InStat-ის მონაცემების მიხედვით შეადგინეს.

Sport24 ქართველ ტალანტზე წერს:''ყველაზე ხშირად დრიბლინგის განხორციელებას ყაზანის ''რუბინის'' ფეხბურთელები ცდილობენ. უფრო ზუსტად ეს ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც რაღაც კოსმოსს აჩვენებს. საერთო ჯამში დრიბლინგზე 219-ჯერ წავიდა, რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 16-ს შეადგენს. შედარებისთვის მეორე ადგილზე მოსკოვის ''დინამოს'' ფეხბურთელი დანილ ლესოვოი გავიდა, რომელიც სეზონის პირველ ნახევარში დრიბლინგზე 156-ჯერ წავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში ათი დრიბლინგია''.

შეგახსენებთ, Business gazeta-ს გამოკითხვით 2020 წლის თათრეთის რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენად ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. გამოცემა კვარაცხელიას მიმართ ძალიან დადებით კონტექსტში წერს: ''მან ''რუბინის'' ქომაგებს რომანტიული ფეხბურთის რწმენა დაუბრუნა. კლუბის ქომაგები არასანახაობრივი ფეხბურთის ყურებით დაიღალნენ და კვარაცხელიას სიყვარულით სავსე თვალებით შესცქერიან. ხვიჩას თამაშით მოგვრილი ემოციები ნებისმიერ ჩაკეტილ ზონაზე უკეთესია''.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა.

სპორტულმა გამოცემამ football-observatory-მ 21 წლამდე ფეხბურთელები შეისწავლა და კატეგორიების მიხედვით დაჰყო. ევროპაში დრიბლინგის კატეგორიაში საუკეთესოდ ქართველი ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. სტატისტიკის მიხედვით ხვიჩას 21-წლამდე მოთამაშეებს შორის საუკეთესოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები