საუკეთესოთა შორის - მხარი დაუჭირეთ ქართველ ძიუდოისტებს
Aa
Aa

საუკეთესოთა შორის - მხარი დაუჭირეთ ქართველ ძიუდოისტებს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია 2019-2020 წლების სეზონების მიხედვით შემაჯამებელი გამოკითხვა დაიწყო, რომელიც 21 დეკემბრამდე გასტანს.

 გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდებიან. ორ ნომინაციაში წარდგენილნი არიან ქართველი ძიუდოისტები: ლუხუმ ჩხვიმიანი - „საუკეთესო ძიუდოისტის“ და ტატო გრიგალაშვილი - „ამომავალი ვარსკვლავის“ ნომინაციაში.

შეგახსენებთ,რომ ლუხუმ ჩხვიამიანმა 2019 წელს იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ხოლო ტატო გრიგალაშვილმა 2020 წლის ნოემბერში  ევროპის ჩემპიონი ჯერ 23 წლამდლეებში გახდა, ხოლო 10 დღეში იგივე შედეგი პრაღაში მთავარ ნაკრებთან დააფიქსირა.

ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ შეიძლება ამ ბმულზე - https://judofest.ijf.org

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები